ევროპარლამენტში დღეს მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. მანამდე საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. ამის მიზეზი პოლიტიკოსის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებული შემზარავი ფოტოები გახდა, რომელიცისლამური სახელმწიფოს სისასტიკეს ასახავს. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო.