მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ უკიდურესად არის დაძაბული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათის განმავლობაში 144-ჯერ დაირღვა. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით გაუხსნა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.