პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი, ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთანაა კავშირში, - ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.
,,მოგეხსენებათ, არჩევნების წინ მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები მოსახლეობის მიმართ და ეს დაპირებები რაღაცნაირად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ცვლილებების განხორციელებისას. აქ ორი ვარიანტია: ერთი, რომ დარჩეს ის ჩანაწერი, რაც დღეს არის კონსტიტუციაში ან მეორე, რომ ამოვიღოთ ჩანაწერი და დარჩეს ამ ეტაპზე რეგლამენტში. ეს დაპირება იყო დროებითი ხასიათის, გარკვეულ გარემოებებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი შეიძენს სხვა ფუნქციურ დატვირთვას, გადმოვა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში. მინიშნება კეთდებოდა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დაპირებით ვართ გარკვეული ფორმით შეზღუდული და ეს დაპირება შეიძლება ორი სხვადასხვა სახით აისახოს კონსტიტუციაში“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.