მაისის ბოლოს გამართული არჩევნების შემდეგ მოძრაობის "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლა გარდაუვალი იყო. ამის შესახებ "ახალი მემრაჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერდით ინტეგრაციის იდეას და ერთი გაერთიანების მოღვაწეობის გაგრძელებას, მაგრამ არჩევნების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს შეუძლებელი იყო. სხვადასხვა პარტიულ მანქანას სინქრონულად მუშაობა არ შეეძლო", _ განაცხადა გამყრელიძემ.
ალიანსის დაშლის შესახებ განცხადება იარკლი ალასანიამ გუშინ საღამოს გააკეთა. მისი თქმით, იგი გაერთიანებას აღარ უხელმძღვანელებს, ალიანსში შემავალი პარტიები კი თანამშრომლობას განსხავვებულ ფოპრმატში გააგრძელებენ.
"ახალმა მემარჯვენეებმა" სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყების სურვილი უკვე გამოთქვეს. თუმცა რომელიმე გაერთიანებაში შესვლას არ აპირებენ.
"ახალი მემარჯვენეები პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობენ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს პარტიას და მომავალი არჩევნებისთვის მოვემზადებით. ამ ეტაპზე ჩვენ ახალ ალაინსში გაერთიანებას არ ვგეგმავთ", _ აღნიშნა გამყრელიძემ.
"ალიანსი საქართველოსთვის" გასული წლის თებერვალში შეიქმნა. ალიანსში გაერთიანებული იყვნენ "რესპუბლიკური პარტია", "ახალი მემარჯვენეები", "ჩვენი საქართველო _თავისუფალი დემოკრატები" და "საქართველოს გზა".