ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მადრიდის რეალი დამარცხებას გადაურჩა. წაგებისგან გუნდი კრიშტიანო რონალდომ იხსნა, რომელმაც ლას-პალმასის კარში ორი ბურთი შეაგდო. 86-ე წუთზე სამეფო კლუბი 1:3 აგებდა, თუმცა პორტუგალიელმა მეტოქის კარში ჯერ პენალტის ნიშნულიდან აიღო, 3 წუთში კი ლას-პალმასის კარში თავით გაიტანა.