ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის ოჯახის წევრები ერგნეთში, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა დაკავებულის ოჯახის ინიციატივით გაიმართა.
გიუნაშვილის ძმამ საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რევაზ გიუნაშვილი ამბობს, რომ ოჯახს დაკავებულთან კავშირი არ აქვს. ნათესავებმა მხოლოდ ერთხელ გაიგეს გიუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია წითელი ჯვრის დახმარებით.
რევაზ გიუნაშვილი მისი ძმის მიმართ ცხინვალის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ბრალდებების უსაფუძვლის უწოდეს.
„ერთადერთი, რაზეც შეიძლება გიორგის მიედავონ, ეს არის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, როდესაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური სახლის სანახავად ჩავიდა,“- ამბობს რევაზ გიუნაშვილი.
თემაზე ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გიორგი გიუნაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმმა მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში დასდო ბრალი და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გიუნაშვილის საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე საქართველომ არაერთხელ დააყენა.