დღეს, თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ძველი მოწვევის საკრებულომ ბოლო შეკრება გამართა.
სხდომაზე, რომელიც ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს თბილისის ბიუჯეტში და თბილისის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება. კერძოდ, კი დედაქალაქის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით იზრდება, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტებში გადანაწილდება.
რაც შეეხება თბილისის კანონში შესატან ცვლილებას, უნდა გაიზარდოს მუდმივი და დროებით კომისიების რაოდენობა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი აცხადებს, გაზრდილი კომისიების თავმჯდომარეებად საკრებულოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაინიშნებიან.
თბილისის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის წინააღმდეგ "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი გამოვიდა და საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობით სხდომა კი ხვალ გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ.