ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. თბილისის მთავარი სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად დააკავეს 27 წლის მიხეილ ჟვანია.
დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 38 წლის გიორგი ტრაპაიძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით