საქართველოს პარლამეტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, რომელიც ვიზიტად აშშ-ში იმყოფება კონგრესმენ ბილ შუსტერს შეხვდა.
გიგი წერეთლისა და ბილ შუსტერის საუბრის მთავარი თემა საქართველოში 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იყო.
გიგი წერეთელმა კონგრესმენს გააცნო ჩატარებული ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების შედეგები, ისაუბრა იმ კონკურენტულ გარემოზე, რომელიც მასში მონაწილე პარტიებითვის იყო შექმნილი.
ვიცე-სპიკერმა ბილ შუსტერის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც გააცნო და ყუირადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების ფაქტებზე, რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე.
ბილ შუსტერმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და შეხვედრებს მართავს კონგრესმენებსა და სენატორებთან,