"ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ალიანსის დაშლა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს მოულოდენლელი არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"სამწუხარო ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც პრო-რუსულ ფლანგზე პოლიტიკური ძალების სერიოზული კონსოლიდაცია ხდება პროდასავლური პოლიტიკური ძალები იშლებიან", _ განაცხადა ლალიაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსის დაშლა მოულოდენლი არ ყოფილა, რადგან მიაჩნია, რომ "ეს პოლიტიკური გუნდი თავიდანვე ეკლექტიკური გაერთიანება იყო".
მისი შეფასებით ალიანსში მყოფმა ძალებმა საერთო გაძლიერების ნაცვლად, ერთმანეთს ენერგია წაართვეს და შესაბამისად, როდესაც ამ პროცესის უკვე შეფასება მოხდა, მათი დაშლა აღარ არის გასაკვირი.
ლალიაშვილი ვარაუდობს, რომ ალიანსის დაშლა ყველაზე ნეგატიურად მათ ამომრჩეველზე იმოქმედებს, რადგან ამ ადამიანებს არასისტემურობის და არასტაბილურობის განცდას გაუჩენს.