"ქრისტიან-დემოკრატები" იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ და პარლამენტში ახალგარზდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად საგანგებო კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგს საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემაში გატარდა გარკვეული რეფორმები, მაგრამ რეფორმა დასრულებულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრობლემა კიდევ აქტუალურია და ამ პრობლემის მოსგვარებლად უნდა გატარდეს რეფორმა იუსტიციის საბჭოში, რადგან იუსტიციის საბჭო იქცა საჩივრების სასაფლაოდ", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
ლალიაშვილის თქმით, კი იუსტიციის საბჭოს პრობლემას განაპირობებს ის რომ პრეიზდენტის უფლებამოსილება და გავლენა კვლავ არის შეუზღუდავი და შესაბამისად ითხოვენ, რომ ცვლილებეიბ ამ მიმართულებით იქნას განხორციელებული.
"საჭიროა საქართველოს პრეზიდენტს შეეზღუდოს მის მიერ დანიშნული წევრების გათავისუფლების უფლება. ამასთან, პრეზიდენტის კვოტით წარმოდგენილი წევრების დანიშვნა უნდა მოხდეს განსაზღვრული ვადით. მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულო არ უნდა იყოს სასამართლოს პარლამენტის და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წვერების მხარდაჭერა. გარდა ამისა, პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ საბჭოს წევრებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა, ხოლო საბჭოს წევრი მოსამართლეების გარჩევისას მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელება მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას არ უნდა განეკუთვნებოდეს. ამასთან, საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე გეოგრაფიული ნიშნის გათვალისწინებით", - აცხადებს ლალიაშვილი და დასძენს, რომ ეს პრინციპი სურლიად შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს, ძალაუფლების დანაწილების თვალსაზრისით.
როგორც ლალიაშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძვლებს და ამ ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც აღნიშნულ პრინციპზე იქნება აგებული "ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.