სამართლადამცველებმა დერბენტთან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ოთხი "ბოევიკი" მოკლეს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" დაღესტანის შსს-ის პრეს-სამსახურმა განუცხდა.
ეფ-ეს-ბესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დერბენტსა და მის შემოგარენში ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. დაღესტანის შსს-ის პრსეს-სამსახურში განაცხადეს, რომ სამართლადამცველები შეეცადნენ მსუბუქი ავტომობილის გაჩერებას, საიდანაც მათ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი მონაცემებით საპასუხო გასროლისას მანქანაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილას ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.