ლაგოდეხიდან თბილისში წნორის გავლით მოძრაობა დღეს დილიდან პარალიზებულია. მიკროავტობუსები დედაქალაქში ყვარლის ან გურჯაანის გავლით გადაადგილდებიან. ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" ლაგოდეხის ავტოსადგურში განუცხადეს.
მიზეზი მდინარე ალაზნის ადიდება გახდა, რომელმაც ჭიაურის ტყე დატბორა და ალაზნიდან გადმოსული წყალი ლაგოდეხი-თბილისის ავტომაგისტრალის ჭიაურის ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე მოედინება.
ჭიაურის დამშრალი ტყე, რომლისთვისაც ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა ადიდებული მდინარეების გამო ისევ დაიტბორა.