"ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალა. ალიანის ექს-ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, გაერთიანებაში შემავალი პარტიებმა ერთად საინტერესო ერთი წელი განვლეს და კარგად შეაფასეს ის პრობლემები, რომელმაც გაერთიანებას ადგილობრივი თვითმმართველბის არჩევნებში წარმატება ვერ მოუტანა.
ალასანიას განცხადებით, ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთთან კოორდინირებულად ითანამაშრომლებენ, მაგრამ არა ალიანისი რეჟიმში.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამჟამად მისი მთავარი ამოცანაა აქტიური საქმიანობა საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად.
"ჩვენ გადავედით კოორდინაციის რეჟიმზე, ვაძლიერებთ საკუთარ პილიტიკურ ორგანიზაციებს, მთავარი ამჟამად ჩემთვის არის საკუთარი პოლიტიკური მანქანის შექმნა _"თავისუფალი დემკრატების" პარტიის გაძლიერება, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალიანის დაშლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ მასში შემავალი სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები.