დღეს, 16 ივნისს, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა და მეცნიერთა დაცვის კომიტეტის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოდან "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი დაესწრებიან.
გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ისინი მიწვეული არიან მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა და მეცნიერთა დაცვის კომიტეტის კონფერენციაზე. მისი თქმით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ და პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობას სწავლობდნენ.
"მოსკოვის კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება რუსული და ქართული ანტიდემოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მსგავსებებზე ", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლები _ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი მოსკოვში 14 ივნისს გაემგზავრნენ.