შეერთებულ შტატებს ერაყული ნავთობის მითვისება არ სურს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ერაყში ვიზიტისას განაცხადა. „ვფიქრობ, ამერიკა ყოველთვის იხდიდა ნავთობისა და გაზისთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ერაყში იმისთვის არ ვართ, რომ ნავთობი წაგართვათ,“-აღნიშნა ჯეიმს მეტისმა.