დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა გამართა შეხვედრა ლატვიის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, იანის სარტსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები, კერძოდ, ახალი სტრატეგიული კონცეფციის და ლისაბონის სამიტთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას (CFE Treaty - Treaty on Conventional Armed Forces in Europe).