საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი გაერთიანება უნდა შეიქმნას. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ცალკე ჩვენი გაერთიანება უნდა შევქნათ, რომელშიც ყველა ის ქვეყანა შევა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაშია და ევროპასთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა უნდა განვითრდეს, რადგან საქართველო პოლიტიკურად ევროპაა.
ამასთან, პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი კონსტიტუციის მიღება, სადაც ხელისუფლების ყოველდღიურ მუშაობაში ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა გაიზარდოს.