"საქართველოს განვითარების დაახლოებითი მოდელი არის სინგაპური", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა სინგაპურის მაგალითზე. ჩინეთს მაო ძედუნის დროსაც კი სინგაპურის მიმართ ძალიან ცუდად იყო განწყობილი. ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გაცილებით დიდი ვართ, ვიდრე სინგაპური ჩინეთთან. ერთადერთი რის გამოც 60-70-იან წლებში დაპირისპირებაში სინგაპური გადარჩა ეს მან მოახერხა იმით, რომ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად გადაქცევა. დღეს სინგაპური პოზიტიურ განწყობას იწვევს და ჩინეთთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სინგაპურის მაგალით ეს არის დაახლოებით საქართველოს განვითარების მოდელი.
"ეს არ ნიშნავს, რომ მოდით წავიდეთ დავუბრუნდეთ, ჩავეხუტოთ ისევ და რასაც გვიზავს ყველამ კარგად ვიცით. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას უნდა ვჭირდებოდეთ მათ შორის მოწინააღდეგეებსაც კი, როგორც თანამედროვე, წარმატებული ქვეყანა და ამის ნიშნები დღეს არის კიდეც. ნახეთ რამდენი რუსი ჩამოდის ჩვენი რეფორმების შესასწავლად", - განაცხადა სააკაშვილმა.