ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებნობიდან გაათავისუფლეს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ამ დროისათვის ორი კანდიდატურა განიხილება. საუბარია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტრის მინისტის დავით ტყეშელაშვილისა და საგზაო დეპარტამენტის უფროსის რამაზ ნიკოლაიშვილის კანდიდტურებზე.
არსებობს ვერისა, რომლის მიხედვით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაუქმვემდებარონ და გაერთიანებულ უწყებას დავით ტყეშელაშვილმა უხელმძღვანელოს.
პოლოლიკაშვილი ეკონომიკური განვითარების მინისტრად 2009 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე კი მას ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოსტი ეკავა.