აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთტან რუსეთის ურთიერთობის გაღრმავებით ნატო შეშფოთებულია. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმონ,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.