აფხაზეთის მედიაცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განუცხადა, გიორგი ბარამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ Aშეესაბამება.
"ბარამია თავის კაბინეტშია და მუშაობას აგრძელებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რაულ ქირიამ. მისივე თქმით, "ბარამია ამ სისულელეზე კომენტარს არ გააკეთებს"
ინფორმაცია გიორგი ბარამიას გადადგომის შესახებ ტელეკომპანია "რეალტივის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გავრცელდა. სიუეტის მიხედვით, იაშვილის სახელობის კლინიკა აფხაზეთის მთავრობას დაუპირისპირდა, რადგან ბარამიას უწყებამ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული 5 წლის ბავშვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. ამავე სიუჟეტის მიხედვით, 5 წლის ბავშვის მშობლები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს იმასაც უხსენებენ, რომ როდესაც აფხაზეთში დაღუპულ ქართველ გმირებს გლოვოდბნენ, ბარამია თავის დაბადების დღეს პომპეზურად აღნიშნავდა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბარამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მის ადგილს "კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის" თავმჯდომარე ვერა ქობალია დაიკავებს.