ევროსაბჭო რუსეთის მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციების შეუსრულებლობის გამო რუსეთისთვის სანქციების ალტერნატივის შემუშავებაზე ფიქრობს. ევროსაბჭოს ამ გეგმის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების საკითხს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას. აქცენტი კი გაკეთდა რეზოლუციების შეუსრულებლობის საკითხზე. იგი აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს პრეტენზია აქვს რუსეთის მიმართ.
"პირადად მე დავინტერესდი, თუ რატომ არ იღებს ევროსაბჭო რუსეთის მიმართ რეალური სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს რეზოლუციების მუდმივი იგნორირების ფონზე და პასუხად მივიღე ის, რომ ევროსაბჭოში საქნციებს საკითხი არაერთხელ განიხილებოდა, თუმცა ამ მიდგომამ არ გაამართლა. ახლა ჩავუშოღლუ ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ სანქციების გარდა რაიმე სხვა მექანიზმი უნდა მოიფიქრონ", - განმარტავს ლალიაშვილი.
თუმცა, მისი თქმით, ევროსაბჭს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჯერჯერობით არანაირი ალტერნატიული მექანიზმი არ აქვს მოფიქრებული. ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი მექანიზმის მოფიქრება, ფატქობრივად, შეუძლებელია.
რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, როგორც შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. იგი აქცენტს აკეთებს საარჩევნო საკითხების გაუმჯობესებაზე და იმეოდვნებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ეს საკითხი მაქსიმალურად იქნება მოგვარებული.