საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს მოძრაობის „ინიციატივა“ წევრებს შეხვდნენ.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისაგან უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.
მოძრაობა „ინიციატივა“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სხვადასხვა მიკროპროექტებს ახორციელებს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდების გააქტიურებას ისახავს მიზნად, მათ შორის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის განვითარებასა და მხარდაჭერას.