საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი კომისია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მონიტორინგს დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლორთქიფანიძის თქმით, სტუმარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში არის ერთერთი ყველაზე აქტუალური საკითხი.
"საქართველოში 2009 წლის მონიტორინგის შედეგებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ, რვა საპილოტე საქმეზე დაყრდნობით, დადო წინასწარი დასკვნა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები. ტომას ჰამარბერგის ცხინვალში ვიზიტისას ჩვენ მას ხმა ვერ მივაწვდინეთ. ამიტომ, დღეს ვთხოვეთ ბატონ ჩავუშოღლუს, რომ პირადად გვიშუამდგომლოს ჰამარბერგთან პოლიტპატიმრების საკითხებზე. ჩვენდა გასაოცრად და სასაიხარულოდ მან განაცხადა, რომ ორი კვირის შემდეგ დაიწყება მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობა საქართველოში, რომლის მთავარი პრიორიტეტი პოლიტპატიმართა ბედი იქნება,~- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, საუბარი შეეხო აღებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელი დემოკრატიული რეფორმების საკითხს.