"სომხეთი მიესალმება ყველას ძალისხმევას, მათ შორის საქართველოსა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ვითარების სტაბილიზაციის კუთხით შუამავლის როლი შეასრულოს" - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სომხეთ-თურქეთს შორის ნორმალიზაციის კუთხით გარკვეული წყვეტაა, რაც გამოიწვია თურქეთის პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის დაბლოკვამ, რომელიც თურქულ მხარესთან იყო შეთანხმებული.
"თურქული მხარე წინაპირობას გვიყენებს, ამიტომ მოხდა ვითარების სტაბილიზაციის წყვეტა. ჩვენ ველოდებით, სანამ თურქეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან. ამ კუთხით კი საქართველოს და სხვა ქვეყნების ძალისხმევა, რომ ვითარების დარეგულირება მოხდეს მხოლოდ მისასალმებელია", - აღნიშნა ნალბანდიანმა.