ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი 9 აპრილს გაიმართება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა უკვე მიიღო.
მან 2015 წელსგანაცხადა, რომ სურს ე.წ. რესპუბლიკას „ისტორიული სახელწოდება - ალანია დაუბრუნოს“.
დეფაქტო ლიდერის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს:
„თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო - სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა“.