საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლეს ლალი ბასარიას შეხვდა და საქმის დეტალებს პირადად გაეცნო.
დავით რაქვიაშვილი დაკავებულის ოჯახს თანადგომას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ჩართულ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ლუკავას საქმის გააქტიურებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობას დაპირდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ის პირადად გააცნობს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას.