რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ორ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ იაკობაშვილმა ევროპის საპარლამეტნო ასამბლეის პრეზიდენტთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეიზდენტთან განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია და მასზე შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ორ კვირაში უკვე დასრულდება. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს ევროსაბჭო აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში", _ აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე Yთქმით, ქართულმა მხარემ ჩავუშოღლუს საქართველოსთან მიმართებაში მთელ რიგ საკითხებზე საკუთარი ხედვა გააცნო, ასევე საუბარი შეეხო ევროსაბჭოს საქმიანობას საქართველოში.