ტრამპი პუტინს კიდევ ერთხელ გამოესარჩლა. კრემლის ლიდერთან თანამშრომლობის სურვილი ამერიკის პრეზიდენტმა ამჯერად ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. გადაცემის წამყვანმა პუტინი მკვლელად მოიხსენია, რასაც ტრამპის რეპლიკა მოჰყვა. „ჩვენთანაც ბევრი მკვლელია. არც ჩვენი ქვეყანაა უბიწო.“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. მისივე თქმით, რუსეთთან არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობაა საჭირო.