ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მევლუთ ჩოვუშოღლუს განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას მხარს დაუჭერს, რომელიც ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შეიმუშავა. აღნიშნული განცხადება ასამბლეის პრეზიდენტმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საქართველო ევროსაბჭოს და ევროასამბლეის მნიშვნელოვანი წევრია. დღევანდელ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრთან განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეიზდენტი, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ გეგმის შესრულებას მხარს დავუჭერთ. ეს არის ჰუმანიტარული გეგმა და ქართულ მხარეს ჩვენ ტექნიკურადაც დავეხმარებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს მესხების და სხვა მოქალაქეების რეპატრიაციის საკითხები.