რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ამის შესახებ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასამბლეის მიერ მიღებულ ყველა რეზოლუციაშია დაფიქსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ, რუსთის მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე დიდი პროგრესი არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მხარეებმა აღებული ვალდებულებები შეასრულონ", - აღნიშნა ევროპიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აუციელბელია, მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეშვება.