აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს სტრატეგიული სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. დავით ბაქრაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. ელჩი საკუთარ გამოსვლაში ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოებისმიმართულებით თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობისსფეროებში.
სესიის დაწყებამდე საქართველოს ელჩი ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ფრედერიკ კემპს ესაუბრა, რომელმაც დავით ბაქრაძე ატლანტიკური საბჭოს დიპლომატიური ლიდერობის საბჭოშიახალ წევრად მიიწვია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისადა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად დიპლომატიურიკორპუსის აქტიური ჩართვა.