მიჩიგანში დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული საემიგრაციო რეგულაციების მოქმედება დროებით შეჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დეტროიტის საოლქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე ვიქტორია რობერტსის მათ, ვინც შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრობს ან მოქმედი საიმიგრაციო ვიზა აქვს, აშშ ტერიტორიაზე შესვლა არ აეკრძალებათ. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ნიუ იორკის ფედერალურმა საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ენ დონელმა მიიღო.