მალტაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც ბრექსიტი და მიგრანტთა კრიზისია. გერმანიის კანცლერი მალტაში თურქეთიდან გაემგზავრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ანგელა მერკელის თქმით, კრიზისის გადასაჭრელად პოლიტიკური გამოსავლის პოვნა აუცილებელია. მალტაში იმყოფება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგაც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი იქნება.