ფილიპინების ლიდერი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამბოხებულებთან მიღწეულ შეთანხმებას არ დაიცავს. „მათთან დათმობებზე წასვლას აღარ ვაპირებ. არანაირი ზავის რეჟიმი არ იმოქმედებს,“-აღნიშნა როდრიგო დუტერტემ. ფილიპინების სახალხო არმიის დაჯგუფებასთან სამშვიდობო შეთანხმება უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, თუმცა როგორც ამბოხებულთა ლიდერები აცხადებენ, 1 თებერვალს სამთავრობო ძალებმა ზავის რეჟიმი ცალმხრივად დაარღვიეს.