რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობა სერიოზულ კრიზისს განიცდის. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი რუსი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ხშირად პუტინის პოზიციას არ იზიარებენ.
„პუტინი მეუბნება ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო, თუმცა ჩვენ ყველში გვიჭერენ ხელს. ჩვენ ვერ დავთმობთ დამოუკიდებლობას რუსული ნავთობის გამო. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ თავს როგორმე გავიტანთ,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.