ტრამპი და შვარცენეგერი ერთმანეთს დასცინიან. თეთრი სახლის ლიდერმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კალიფორნიის გუბერნატორის ტელეშოუს კატასტროფულად დაბალი რეიტინგი აქვს.
„სელიბრითი აპრენთისმა წამყვანად კინოვარსკვლავი დაიქირავა, მაგრამ რითიც დასრულდა ეს ამბავი, ყველამ კარგად ვიცით. გადაცემის რეიტინგი, რომელიც არნოლდამდე მე მიმყავდა, კატასტროფულად დაეცა. ეს იქნება გაკვეთილი მაათვის, ვინც ფსონებს ჩემს მოწინააღმდეგეებზე დებს. მე მისი რეიტინგის ამაღლებისთვის მაინც ვილოცებ“-განაცხადა ტრამპმა.
შვარცნეგერის მხრიდან პასუხმა არ დააყოვნა. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა ტრამპს ადგილების გაცვლა შესთავაზა.