შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „პორტერი“ შემოვიდა. ამის შესახებ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პრეს-სამსახური იტყობინება. მისიის მიზანი რეგიონში პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობისა და აკვატორიის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებაა. სამხედრო ხომალდი საერთაშორისი წვრთნებში „ ზღვის ფარი 2017-შო“ მიიღებს მონაწიელობას. მანევერი ნატოს ეგიდით გაიმართება და მასში 2800 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.