დღეს, 14 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობა ბათუმში ჩავა. ბათუმში უმრავლესობის წევრები გასვლით სხდომას გამართავენ. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი.
გასვლითი სხდომის ფარგლებში დეპუტატები აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და ადგილობრივ პრობლემებს განიხილავენ.
უმრავლეობის სხდომა აჭარის უზენაესს საბჭოში შედგება.