დღეს, 14 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესამსახური იტყობინება.
ვიზიტის ფარგლებში ედვარდ ნალბანდიანი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
"ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლებისა და და სომხური დიასპორის წარმაომადგენლებთან", _ ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია