დღეს, 14 ივნისს, 11:30 საათზე საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მევლუდ ჩავუშოღლუ პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
14:15 საათზე კი დაგეგმილია შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
დღესვე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში იძულებით გადაადგილებულებს მოინახულებს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ჩავუშოღლუ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს.