აზერბაიჯანში 4 ტერორისტია ლიკვიდირებული. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ლიკვიდირებულთა შორის მძიმე დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი აბუ ხავსაცაა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, რადიკალები ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.