ვითიბი ბანკი აგრძელებს მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას. დღეიდან ვიდეობანკით სარგებლობა ვითიბის ცენტრალური ფილიალში, გახდა შესაძლებელი. ფილიალში არსებული სპეციალური სივრციდან კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია. ვიდეო ბანკით შესაძლებელია საკუთარი ანგარიშების მართვა, გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადის შევსება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა საბანკო ოპერაციების წარმოება.
ვითიბიმ საქართველოში პირველმა დანერგა ვიდეობანკის მომსახურება. კლიენტებს, რომლებიც უკვე არიან ვითიბის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლები, შეუძლიათ გადმოწერონ სპეციალურად ანდროიდის და IOS სისტემის სმართფონებისთვის შექმნილი უფასო აპლიკაცია - Video Bank ან ეწვიონ ვებ გვერდს www.videobank.ge და მიიღონ საბანკო მომსახურება ბანკის თანამშრომელთან ვიდეო ზარით დაკავშირებისას.