10-11 ივნისს, ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. ქართული მხრიდან საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია, ხოლო გერმანული მხრიდან გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვოლფ-რუტჰარტ ბორნი.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი. განასკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მნიშვნელობას და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების გააქტიურების აუცილებლობას.
კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტების ხელმძღვანელების ინდივიდუალური შეხვედრები.
გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.