რამდენი მეტს უთმობ რუსეთს, იმდენი მეტს ითხოვს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა, დავით ზურაბიშვილმა რუსეთის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში „არჩევანში“
„პრაქტიკამ დაადასტურა, რომ არ გამოდის აქედან არაფერი. რამდენი მეტს უთმობ რუსეთს, იმდენი მეტს ითხოვს. ყოველი დაკმაყოფილებული მოთხოვნა წარმოშობს ახალ მოთხოვნილებას. შედეგი გვაქვს ყოველთვის უარყოფითი. დღეს იმ ნარატივის შემოტანა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და ყველაფერი ისე გავაკეთთ, რომ რუსეთი არ დარჩეს გაბრაზებული არასწორია. როდესაც შენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე ღიზიანდება მოწინააღმდეგე მაშინ უნდა გააღიზიანო კიდეც. არ შეიძლება საგარეო პოლიტიკაში და საერთოდ პოლიტიკაში, იყოს ორიენტირი ის, ვინმე გაბრაზდება თუ არა. მთავარი უნდა იყოს შენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.