დღეს, თბილისის მერი გიგი უგულავა საქართელოში ოფიციალური ვიზით მყოფ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ფილიპ ლე რუს შეხვდა.
უგულავამ ფილიპ ლე რუს სამუშაო ადგილების შექმნისა და ძველი თბილისის რეაბლიტაციის გრძელვადიანი გეგმა, გააცნო.
თბილისის მერმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს თბილისში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნაზე ესაუბრა.