"გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც თვლიან, რომ თავისუფალ სამყაროში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა დავთმოთ, რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ,“-განაცხდა გაზეთ ,,ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში.
"ფაქტობრივად, რუსეთმა დაიბრუნა ყველა ბერკეტი, რომელიც მას 2012 წლამდე დაკარგული ჰქოდნა. საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე აღარ არსებობდა. იმიტომ რომ ემბარგოს ქვეშ ვიყავით და საქართველოს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, გარდა ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისა, რომელიც, ეკონიმიკა აგრძელებდა სამჯერ უფრო მაღალი ტემპით ზრდას ვიდრე ახალ იზრდება.
საქართველოდ არ იყო დამოკიდებული რუსეთზე. პირიქით რუსეთი იყო დამოკიდებული საქართველოზე. იმისთვის რომ თავისი სტრატეგიული პარტნიორისთვის სომხეთისთვის მიეწოდებინა გაზი, სააქრთველოზე გავლით. დღეს უკვე "გაზპრომისგან" გვიწევს გაზის ყიდვა. რა ფასად, როგორ? ეს ყველაფერი ჯერ არ ვიცით. კალაძე უტიფრად აცხადებს. რომ ამის გასაჯაროება რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე არ შეიძლება. გარდა ამისა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული გავლენები იზრდება. პრო-დასავლური განწყობები, ჯერ ისევ ძლიერია და სწორედ ამიტომ ვერ ამბობს ივანიშვილი უარს დასავლეთზე. იმიტომ რომ ეს ქვეყნის მოსახლეობის განწყობას ეწინააღმდეგება. ამას ასე ღიად ვერ იტყვის“,-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.