ხვალ, 14 ივნისს, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მევლუდ ჩავუშოღლუ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგებში ჩავუშოღლუ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს.
მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს 13 ივნისს ეწვია და 15 ივნის დატოვებს.