სახელმწიფოს მეთაურმა დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალებიფარი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოსა და ირანის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.